1) კვების და ძილის რეჟიმი
ქ.რუსთავის
#7 საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებლის კვლევა
კვლევის საგანი:
მოსწავლეებში კვების
და ძილის
რეჟიმის დადგენა
5-6 კლასებში ჩავატარე კვლევა. კვლევის მიზანი მოსწავლეების
კვების და ძილის რეჟიმის დადგენაა. მოსწავლეებს დაურიგდათ
ჩემს მიერ შედგენილი კითხვარი. კითხვარის შევსების შემდეგ მოვახდინე მიღებული
ინფორმაციის დამუშავება. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 70 მოსწავლემ.
|
|
|
შედეგი
|
|
|
1
|
რომელ საათზე იძინებთ
|
საშუალოდ 12 სთ
|
|
|
2
|
რომელ საათზე იღვიძებთ
|
საშუალოდ 8 სთ
|
|
|
3
|
დღეში რამდენჯერ იღებთ საკვებს
|
2 -23% , 3-64%, 4-13%
|
|
|
|
|
კი
|
არა
|
|
4
|
საუზმობთ თუ არა დილით
|
45%
|
55%
|
|
5
|
გიყვართ ბოსტნეული და ხილი?
|
58%
|
42%
|
|
6
|
ხშირად სვამთ გაზიან სასმელებს?
|
78%
|
22%
|
|
7
|
ხშირად იკვებებით ფასთ- ფუდით და ჩიფსებით?
|
62%
|
48%
|
დასკვნა:
მოსწავლეთა უმრავლესობა იკვებება არაჯანსაღი საკვებით.დარღვეულია მათი ძილის რეჟიმიც.
განხორციელებული ღონისძიება: კვლევის შედეგების მიღების შემდეგ მოსწავლეებს დაწვრილებით
ვესაუბრე ჯანსაღი კვების შესახებ. თუ როგორი
მნიშვნელოვანია ხილის და ბოსტნეულის მიღება.
რა ზიანის მომტანია სწარაფი კვების ობიექტებში დამზადებული საკვები. როგორ გამოდევნის
ორგანიზმიდან მინერალურ მარილებს გაზიანი სასმელები.
ვისაუბრეთ ძილის რეჟიმის შესახებ. ძილის ნაკლებობა იწვევს ნერვული სისტემის გადაძაბვას და სხვადასხვა სახის
ნერვულ და სომატურ დარღვევებს.
2) როგორ შეაფასებდით ბუნებისმეტყველების გაკვეთილს?
მასწავლებლის შეფასება მოსწავლეების მიერ
ქ.რუსთავის #7 საჯარო
სკოლაში უკვე 4 წელია
ვასწავლი ბუნებისმეტყველებას . ჩემთვის
როგორც პედაგოგისთვის მნიშვნელოვანი იყო გამეგო თუ რას ფიქრობენ
ჩემი მოსწავლეები ბუნებისმეტყველების გაკვეთილის შესახებ, რას ფიქრობენ ისინი
მასწავლებლის შესახებ. ამ მიზნით
შევადგინე კითხვარი. კვლევაში მონაწილეობას იღებდა 70 მოსწავლე. მოსწავლეებს
ვთხოვე კითხვარი ანონიმურად
შეეევსოთ.
|
|
|
კი
|
არა
|
|
1
|
გაკვეთილი საინტერესოა
|
|
|
|
2
|
მასწავლებელი კვალიფიცირებულია
|
|
|
|
3
|
სწავლის მეთოდები თქვენთვის მისაღებია
|
|
|
|
4
|
მასწავლებელი კორექტულია
|
|
|
|
5
|
შემაჯამებელი დავალებების შესრულების დროს მაქსიმალურად
ავლენთ თქვენს ცოდნას
|
|
|
|
6
|
იგებთ თუ არა მასწავლებლის ახსნილ მასალას
|
|
|
|
7
|
არის თუ არა დისციპლინის დარღვევა გაკვეთილზე
|
|
|
|
8
|
მასწავლებლის შეფასება ობიექტურია
|
|
|
|
9
|
ხშირად ვატარებთ თუ არა პრაქტიკულ სამუშაოს
|
|
|
როგორი გინდათ იყოს
ბუნებისმეტყველების გაკვეთილი
________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
დასკვნა:კვლევის შედეგები ჩემთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
მოსწავლეების უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია
, რომ გაკვეთილი დატვირთული
იყოს პრაქტიკული სამუშაოებით. მათი სურვილია
ხშირად ჩატარდეს ლაბორატორიული სამუშაოები. ხშირად ნახონ აუდიო და
ვიდეო მასალა. ვთვლი რომ ასეთი გამოკითხვა მნიშვნელოვანია პედაგოგისთვის.
ძალიან საინტერესოა <3
ReplyDelete